|
2023-11-15 17:07:52, 611 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი - მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილია მილიარდ 519 მილიონი ლარი
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილი მილიარდ 519 მილიონი ლარიდან 578 მილიონი ლარი მიიმართება სოციალურად დაუცველთა ბაზაში 16 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარებებზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სოციალური დახმარებების ფარგლებში, მნიშვნელოვანი ახალი პროგრამაა გათვალისწინებული. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში პირველადი შეფასებით, ათასამდე მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც არ გააჩნიათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, მომდევნო 2 წლის განმავლობაში შესყიდული იქნება მათთვის საჭირო საცხოვრებელი ფართები, სადაც ამ ოჯახებს და მათ მცირეწლოვან ბავშვებს, შეეძლებათ ღირსეულ პირობებში ცხოვრება. 2024 წელს ახალი პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილია 25 მილიონი ლარი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)