|
2023-11-14 20:06:44, 1411 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს, - ამის შესახებ ევროკომისარმა ჰუმანიტარულ საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა. ლენარიჩმა აღნიშნა, რომ ზამთრის დადგომა უკრაინელი მოსახლეობის ისედაც დაუცველ ფენებს დამატებით პრობლემებს უქმნის. აღნიშნული თანხიდან 100 მილიონი - უკრაინაში, ხოლო 10 მილიონი ევრო მოლდოვაში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილთათვის იქნება განკუთვნილი. „რადგან რუსული რაკეტები ანადგურებს უკრაინას, ჰუმანიტარული საზოგადოება მზად უნდა იყოს, დაეხმაროს ყველაზე დაუცველ მოსახლეობას, რომლებიც იტანჯებიან ზამთრის მძიმე თვეებში“, - წერს ევროკომისარი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, საერთო ჯამში, 843 მილიონი ევრო გამოუყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)