|
2023-11-14 17:57:36, 620 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვა - 2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი ყველა მიმართულებით იზრდება
2024 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი ყველა მიმართულებით იზრდება, ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა 1 მილიარდ ლარს. საკუთრივ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტმა 700 მილიონ ლარს გადააჭარბა. ბოლო 4 წლის განმავლობაში გაორმაგდა ბიუჯეტი და შესაბამისად გაორმაგდა სამინისტროების დაფინანსებაც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეფექტიანად ხდებოდეს ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება და მათ კეთილდღეობას განაპირობებს, - ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ისაუბრა 2024 წელს დაგეგმილს სიახლეებთან დაკავშირებით. მომავალ წელს სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შეადრებით 11 220 000 ლარით გაიზრდება და 51 255 000 ლარი იქნება, ზრდა 21.9%-ს შეადგენს. შეხვედრის მიზანს მომავალი წლის გეგმებისა და ამოცანების განხილვა წარმოადგენდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)