|
2023-11-11 17:25:24, 915 ნახვა
სამართალი
ბერაია - უსაფრთხოების სამსახური წარმატებით აგრძელებს მისი მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისგან დაცვას
უსაფრთხოების სამსახური წარმატებით აგრძელებს საქართველოს და მისი მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისგან დაცვას, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა. ბერაიას თქმით, უსაფრთხოების სამსახური სათანადოდ მომზადებული და აღჭურვილია და მაღალი ეფექტიანობით ებრძვის ტერორისტულ საფრთხეებს. "უსაფრთხოების სამსახური წარმატებით აგრძელებს საქართველოს და მისი მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვას. კიდევ ერთი განეიტრალებული საფრთხე და თავიდან აცილებული დანაშაული. უცხო ქვეყნის 2 მოქალაქის დაკავება მორიგ ჯერზე ადასტურებს იმას, რასაც სუს-ზე და მისი კოორდინაციით განხორციელებულ კონტრტერორისტულ ძალისხმევაზე ხაზგასმით აღნიშნავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები - უსაფრთხოების სამსახური სათანადოდ მომზადებული და აღჭურვილია და მაღალი ეფექტიანობით ებრძვის ტერორისტულ საფრთხეებს. ამ ქმედითი ნაბიჯების უკან დგანან ღიერსეული პროფესიონალები, ვისაც არაფერი გამოეპარებათ, რაც საფთხის შემცველი ან საყურადღებოა. ჩემი დიდი პატივისცემა და მხარდქერა მათ. საქართველოს უსაფრთხოება საიმედო ადამიანების ხელშია", - განაცხადა ბერაიამ. ცნობისთვის, სუს-მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)