|
2023-11-10 16:12:58, 838 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით რიგით მეშვიდე DataFest დაიწყო
"საქართველოს ბანკი" როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. წლებია "საქართველოს ბანკი" DataFest - ის მხარდამჭერია და სწორედ ამიტომ, ბანკთან პარნტნიორობით, წელს მეშვიდედ, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი - DataFest Tbilisi 2023 იმართება. ის ერთ - ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ღონისძიება 9 ნოემებერს დაიწყო და 11 ნოემბერს დასრულდება. DataFest Tbilisi 2023- ზე სპიკერები ისაუბრებენ ბიზნესების მიერ მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით გამოყენებასა და სხვა მასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ღონისძიებაზე სპიკერებს შორის არიან "საქართველოს ბანკის" წარმომადგენლები, რომლებიც 10 და 11 ნოემბერს სხვადასხვა საინტერესო ვორქშოფს ჩაატარებენ:
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პანელური დისკუსიები, სადაც "საქართველოს ბანკის" მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსი ირაკლი გოგატიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ის ისაუბრებს თემაზე: ბიზნესის მიერ მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენება. „მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟული მონაცემთა ფესტივალის, DataFest Tbilisi-ის მორიგ შეხვედრაში. "საქართველოს ბანკი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურ რეჟიმში მუშაობს სიახლეების დანერგვაზე, რომელიც ბიზნესპროცესების გამარტივებას შეუწყობს ხელს. ღონისძიების ფარგლებში გვსურს დამსწრე საზოგადოებას გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და რამდენიმე ვორქშოფს ჩავატარებთ მანქანური სწავლების, GenAI ტექნოლოგიებსა და საბანკო პროდუქტებში სარეკომენდაციო სისტემის დანერგვის შესახებ. გარდა ამისა, პანელური დისკუსიის ფორმატში ვისაუბრებთ მონაცემების და ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ გამოყენებაზე. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების საბანკო პროცესებში ინტეგრაციასა და იმპელემენტაციას, რათა ჩვენს მომხმარებლებს უფრო მეტად კომფორტული სერვისები თუ პროდუქტები შევთავაზოთ“,- აცხადებენ "საქართველოს ბანკში". ღონისძიებაზე დასასწრებად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)