|
2023-11-09 14:45:33, 1116 ნახვა
სამართალი
„დროა“ - უკრაინამ ბიზნესმენ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიას სანქციები დაუწესა
უკრაინამ ბიზნესმენ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია Bolero & Company-ს სანქციები დაუწესა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია "დროა" ავრცელებს. პარტიის ინფორმაციით, უკრაინა კარიჭაშვილს სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან კავშირში სდებს ბრალს. "ვახტანგ კარიჭაშვილს, რომელიც ბოლო კვირის "მონათა სიაში" მოხვდა, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორს, "ოცნების" მსხვილ შემომწირველსა და სანაცვლოდ ტენდერების თუ სხვა გზებით ბიუჯეტის ფულის მიმღებ ბიზნესმენს, უკრაინამ დღეს სანქციები დაუწესა. უკრაინა მას სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან კავშირში ამხელს. ჩვენ ვაწვდით და მომავალშიც მივაწვდით ყველა პარტნიორს და საერთაშორისო ორგანიზაციას იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ძირს უთხრიან პროდასავლურ კურსს, დემოკრატიას და აძლიერებენ რუსულ გავლენებს საქართველოში",- ნათქვამია "დროას" განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ უკრაინის სანქციების პორტალზე ვახტანგ კარიჭაშვილის შესახებ ინფორმაცია უკვე იძებნება. "სწორედ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიების ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს შპს Bolero & Company, არის აგრესორ ქვეყანაში ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი, რომელიც აგრძელებს მიწოდების გაზრდას და ბიზნესის კეთებას სანქცირებული პირების მიერ კონტროლირებად რუსულ კომპანიებთან", - აღნიშნულია პორტალზე, რომელიც "ომი და სანქციები" უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა შექმნილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)