|
2023-11-09 13:59:26, 818 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კახეთსა და იმერეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთსა და იმერეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეს, საკარმიდამო ეზოში არარეგისტრირებული ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდა განთავსებული. მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია 7 ერთეული წიფლის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 9,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). „უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოქალაქეს მოწყობილი ხონის მუნიციპალიტეტშიც. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო წიფლისა და კოპიტის (იფანი) სახეობის, ჯამში 1,3 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)