|
2023-11-06 15:26:57, 1062 ნახვა
სამართალი
გაქცეული პატიმრის ძმას, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ავერსის“ კლინიკიდან პატიმრების გაქცევის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, გაქცეული პატიმრის ძმას, ავთანდილ თათარაშვილს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. საქმის პროკურორის, ლაშა ამირანაშვილის განცხადებით, ავთანდილ თათარაშვილმა გაქცეული პატიმრები ტანსაცმლით, საკვებით, ღამის გასათევით და მობილური ტელეფონით უზრუნველყო. "გახლავთ დაკავებული დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით. უზრუნველყო ისინი [გაქცეული პატიმრები] ტანსაცმლით, საკვებით, ღამის გასათევით და ასევე, მობილური ტელეფონით. ტელეფონში გახლავთ იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ კომუნიკაცია იყო შემდგარი ბრალდებულსა და მსჯავრდებულებს შორის", - განაცხადა ამირანაშვილმა. შეგახსენებთ, "ავერსის" კლინიკადან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. 2 ნოემბერს, სამივე გაქცეული დააკავეს. ამავე დღეს, სამართალდამცველების მიერ საბადრაგო ჯგუფის უფროსის, ივერი ნატროშვილის დაკავებაც მოხდა. მას 3 ნოემბერს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა, 4 ნოემბერს კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. 4 ნოემბერს, პატიმრების გაქცევის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით გაქცეული პატიმრის ძმის, ავთანდილ თათარაშვილის დაკავება მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)