|
2023-11-06 14:49:21, 1034 ნახვა
სამართალი
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს და ექსპერტს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიზო უბილავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა ექსპერტს, მშენებლობა-დიზაინის სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძესაც. გარდა ამისა, მოსამართლემ იურიდიული პირების, მათ შორის, "გრინსერვის პლუსის", შპს "მშენექსპერტისა" და "ექსპერტიზა დიზაინის" კანონდარღვევებიც დაადგინა და მათ ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმების - 250 000, 100 000 და 50 000 ლარის გადახდა დააკისრა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ახლადგახსნილ შადრევანში 3 მოსწავლეს დენმა დაარტყა. მათგან 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა. 2022 წლის 18 ოტქომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავა, ხოლო 2023 წლის 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული 9 პირიდან 8-ს პატიმრობა შეუფარდა, ერთი კი გაამართლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)