12:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-04 12:48:35, 726 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში საბერძნეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი შეხვდა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს მარია თეოდორუსს (Maria Theodorou), რომელმაც თავდაცვის ახალი ატაშე წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ სტეფანოს ლიკოპულოსს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო 2023 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს.

"საქართველოს თავდაცვის პირველმა მოადგილემ საბერძნეთის წარმომადგენლებთან ორმხრივის გარდა მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელა. საუბარი შეეხო საქართველოსა და საბერძნეთში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და ბერძენი სამხედროების მონაწილეობის საკითხსაც.

ლელა ჩიქოვანმა მარია თეოდორუსს მადლობა გადაუხადა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესში საბერძნეთის რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics