|
2023-11-03 11:51:37, 886 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - ზუსტად 28 დღეა, მსოფლიო ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა
ზუსტად 28 დღეა, მსოფლიო ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა. თურქეთმა, ამ კრიზისის დაწყების მომენტიდან პრინციპული და ჰუმანიტარული პოზიცია მიიღო, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასტანაში, "თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის" სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ერდოღანის თქმით, "თურქული სამყაროს ერთიანობითა და სოლიდარობით მოქმედება ხელს შეუწყობს გზას ცეცხლის შეწყვეტისკენ, რასაც შემდეგ მუდმივი მშვიდობა მოჰყვება". "ჩვენი კულტურა და ცივილიზაცია გვირჩევს, დავიცვათ სამართლიანობა, ჩაგრულებს ჩავჭიდოთ ხელი და არ გავჩუმდეთ უსამართლობის წინაშე. უპრეცედენტო ადამიანური ტრაგედია ხდება პალესტინაში მთელი მსოფლიოს თვალწინ. იბომბება საავადმყოფოები, სკოლები, მეჩეთები, ეკლესიები, ლტოლვილთა ბანაკები და სასტიკად ხოცავენ უდანაშაულო ბავშვებს. არ არსებობს ცნება, რომელიც ახსნის ამ სისასტიკეს ან გამართლებას, რასაც 7 ოქტომბრის შემდეგ შევესწარით. ზუსტად 28 დღეა, მსოფლიო ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა. თურქეთმა, ამ კრიზისის დაწყების მომენტიდან პრინციპული და ჰუმანიტარული პოზიცია მიიღო. ჩვენი პრიორიტეტია ცეცხლის შეწყვეტის სწრაფად დამყარება. თურქული სამყაროს ერთიანობითა და სოლიდარობით მოქმედება ხელს შეუწყობს გზას ჯერ ცეცხლის შეწყვეტისაკენ, შემდეგ კი, მუდმივი მშვიდობისკენ. ჩვენი ძალისხმევა გრძელდება, რათა საფუძველი ჩავუყაროთ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციას", - განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში ამჟამად სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს და მისი ეტაპობრივად გაფართოება იგეგმება.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)