|
2023-11-02 16:40:00, 853 ნახვა
სამართალი
ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებზე - თბილისიდან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ - სამივე სრულწლოვანია
ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში, თბილისიდან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ, ერთი ადამიანი ცოტა ადრე, 2 ცოტა მოგვიანებით,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ "ავერსის" კლინიკიდან გაქცეულ 3 პატიმართან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ბრეგაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, დაკავებული პატიმრები სრლწლოვანები არიან. "ეს ადამიანები არიან სრულწლოვანები. მათ ჩადენილი ჰქონდათ გარკვეული დანაშაულები, რისთვისაც იხდიდნენ სასჯელს. ჯერჯერობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ამიტომ, ზედმეტი დეტალების გასაჯაროვებისგან შევიკავებთ თავს... ამ ადამიანებმა, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაულები და ამისთვის იხდიდნენ სასჯელს, დამატებითი დანაშაულები ჩაიდინეს - იცით, რომ ეს ქმედება გათვალისწინებულია სსკ-ით და მათ დამატებით დაეკისრებათ 6-დან 8 წლამდე სასჯელი",- განაცხადა ბრეგაძემ. შეგახსენებთ, „ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დღეს, 2 ნოემბერს დააკავეს. დღესვე დააკავეს ბადრაგიც. კლინიკიდან 3 პატიმარი გუშინ, 1-ელ ნოემბერს გაიქცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)