|
2023-11-02 11:24:50, 916 ნახვა
სამართალი
გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა
გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. საზოგადოებრივი მაუწყებელის ცნობით, მოსამართლემ სამივე მათგანი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები - ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა 22 სექტემბერს, თბილისში, გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. 22 სექტემბერს, გლდანში ენმ-დან თბილისის საკრებულოს დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მივიდნენ, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შემდეგ პოლიციამ მელია, დოლიძე და კუპრავა დააკავა. ისინი ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები 24 სექტემბერს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)