03:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 11:04:37, 939 ნახვა

მსოფლიო
UNICEF-ი ისრაელ-„ჰამასის“ შეტაკებებზე - ​ბავშვების ტყვეობა და მკვლელობა უნდა შეწყდეს, მათ უკვე ბევრი გადაიტანეს

ისრაელისა და ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" შეტაკებების შედეგად, ყოველდღე 400-ზე მეტი ბავშვი იღუპება ან იღებს დაზიანებებს, ეს არ შეიძლება იქცეს ნორმად, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაეროს ბავშვთა სააგენტო ავრცელებს.

UNICEF-ის ცნობით, 7 ოქტომბრიდან დღემდე, შეტაკებებს, დაახლოებით, 3 500 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, 6 800-ზე მეტი კი დაშავდა.

"ბავშვებმა უკვე ძალიან ბევრი გადაიტანეს. ბავშვების მკვლელობა და ტყვეობა უნდა შეწყდეს. ბავშვები არ არიან სამიზნე", - აცხადებენ UNICEF-ში.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო.

8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა. თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში ამჟამად სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს და მისი ეტაპობრივად გაფართოება იგეგმება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics