|
2023-11-01 12:04:19, 877 ნახვა
ეკონომიკა
სამომხმარებლო სესხის ვადა 4 წლამდე გაიზარდა
„საქართველოს ბანკმა“, საქართველოს წამყვანმა კერძო ფინანსურმა ინსტიტუტმა, სამომხმარებლო სესხზე განახლებული პირობებით სარგებლობის შესახებ განაცხადა. ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ფინანსური რესურსით უკვე 4 წლის ვადით ისარგებლონ. ცვლილებამდე სამომხმარებლო სესხის ვადა 3 წლით იყო განსაზღვრული. აღნიშნული სიახლით სარგებლობა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ ყველა არხში, მათ შორის მობილბანკში, ინტერნეტბანკსა და ვებ - გვერდზე. „დღეიდან „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სამომხმარებლო სესხით უკვე 4 წლის ვადით. მათ შეუძლიათ მიიღონ თანხა ნებისმიერი მიზნობრიობით, ნებისმიერი ქვეყნიდან, ბანკის ციფრული არხების მეშვეობით და მარტივად აისრულონ დიდი ხნის სურვილები. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მომხმარებლებისთვის სასარგებლო და საჭირო პროდუქტებსა თუ სერვისებზე მუშაობას“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. თუ გაინტერესებს, რა მოცულობის სესხია ხელმისაწვდომი „საქართველოს ბანკში“, შეგიძლია საკუთარი საკრედიტო შესაძლებლობები მობილბანკში, ინტერნეტბანკში ან ვებგვერდზე შეამოწმო და იქვე, მარტივად გაიაქტიურო შეთავაზება. შეთავაზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)