|
2023-11-01 10:26:51, 1011 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში Starlink ჩაირთო
"Starlink უკვე საქართველოშია ხელმისაწვდომი" ამის შესახებ, ბიზნესმენმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X - ში დაწერა. მასკმა ასევე გააზიარა კომპანის ვებ-გვერდი სადაც სერვისის მიმღებებს შორის საქართველოცაა მონიშნული. მაღალი ხარისხის ინტერნეტს მომხმარებელი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვერ მიიღებს. სტანდარტული პაკეტის ღირებულება 160 ლარი იქნება თავად Starlink აპარატის დამონტაჟება 1780 ლარი. სტარლინკი მილიარდერი ბიზნესმენის ილონ მასკის პროექტია, რომელსაც მისივე დაფუძნებული კომპანია "სფეის იქსი" ახორციელებს. სტარლინკის მიზანი მაღალსიჩქარიანი და იაფი ინტერნეტით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის დაფარვაა. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ინტერნეტი კონტროლდება, სტარლინკი ინტერნეტის ბარიერების გარეშე მიწოდებას გვპირდება. შედეგად, კომპანია აცხადებს, რომ სულ მალე ისეთ ქვეყნებშიც იქნება წარმოდგილი, როგორიცაა: ავღანეთი, ბელარუსი, კუბა, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)