|
2023-10-31 11:56:57, 686 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამომავლინეთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 14 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, 5 სამართალდარღვევაა გამოვლენილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, 3-3 ფაქტი - ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში; 2 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ლაგოდეხის, 1 კი, სიღნაღის მუნიციპალიტეტში. „მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული წიფლის, რცხილის, ლიფანისა და მუხის ხე-მცენარეებისგან დაამზადეს, ჯამში, 44,5 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალა და მის ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ; ერთ სამართალდამრღვევს კი, ავტომანქანის ძარაზე, უკანონოდ მოპოვებული ვერხვის სახეობის 9 ერთეული მორი ჰქონდა განთავსებული. ავტოსატრანსპორტო საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)