|
2023-10-29 10:27:42, 1308 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა შექმნეს ჰიბრიდული საჰაერო თავდაცვის სისტემები, - New York Times
უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა შექმნეს "ჰიბრიდული" საჰაერო თავდაცვის სისტემები, - New York Times ამერიკელი ოფიციალური პირები ამ პროგრამას FrankenSAM-ს უწოდებენ. ის იძლევა თანამედროვე დასავლური კალიბრის საზენიტო რაკეტების გაშვების შესაძლებლობას მოდერნიზებული საბჭოთა გამშვები სადგურებიდან. ერთი ვარიანტი აერთიანებს Buk-ის და Sea Sparrow-ის რაკეტებს, მეორეში აერთიანებს საბჭოთა რადარებს და Sidewinder-ის რაკეტებს. მათ ტესტირება ჩაუტარდათ შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამსახურში შემოდგომაზე შევლენ. გამოცემა ასევე წერს, რომ ცივი ომის ეპოქის Hawk-ის სარაკეტო სისტემამ უკრაინაში ამ კვირაში დაიწყო მოქმედება. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ---- 1) უკრაინელთა საბჭოთა BUK M1-ის ტიპის საშუალო რადიუსზე მოქმედ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან ამერიკული RIM-7 Sea Sparrow-ს ტიპის 17-19კმ-ზე მფრენი ნახევრად აქტიურ-რადიოლოკაციური დამიზნების მქონე რაკეტების ინტეგრაციაზე. მე-2 ვარიანტი კი გულისხმობს ამერიკული AIM-9M SIDEWINDER-ის ტიპის რაკეტებისა და საბჭოთა რადარების ერთმანეთთან ინტეგრაციას- სავარაუდოდ, SIDEWINDER-ებისთვის ან ახალი გამშვები დანადგარი შეიქმნა, ან OSA-AKM/ STRELA-10-ის გამშვები დანადგარებიდან მოხდება მათი გასროლა ( სავარაუდოდ, მათი მოქმედების რადიუსი 8-12 კმ იქნება). მათ ტესტირება უკვე წარმატებულად ჩაუტარდათ შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შემოდგომაზე გადაეცემათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)