04:52 - 23 May, 2026
|
2023-10-27 16:53:15, 1612 ნახვა
ომი უკრაინაში
დანია უკრაინას 520 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
დანიის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 520 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია წერს, დახმარების ახალი პაკეტი დანიისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ ჩამოყალიბდა. დახმარების ახალ პაკეტში შედის T-72EA და BMP-2-ის ტიპის ტანკები, ასევე საარტილერიო საბრძოლო მასალა, დრონები, იარაღი და ჯანვშანტექნიკა. "ეს არის სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რომელიც გადამწყვეტია უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შესანარჩუნებლად", - ნათქვამია დანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)