05:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 10:47:00, 773 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - ან გაიმარჯვებს ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული

ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული, - აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართა და მოუწოდა, რომ წლის ბოლოს უკრაინის EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირონ.

"უკრაინამ პრაქტიკულად შეასრულა ევროკომისიის შვიდი რეკომენდაცია, სადაც იყო უფრო მარტივი და უფრო რთული გადაწყვეტილებები პოლიტიკოსებისთვის, თუმცა მათ შეასრულეს. ჩვენ ვიმედოვნებთ თქვენს ერთიანობას ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ. ვიმედოვნებ, რომ დაიწყებთ მოლაპარაკებებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე... 

ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი თანამედროვე ევროპის მხარეს ხართ. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics