13:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 19:47:51, 663 ნახვა

საზოგადოება
ჯაღმაიძე კირბალში რუსების მიერ ტაძრის კარის აჭედვაზე - ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც მკაცრი ზომების მიღების მიზეზი გახდა

ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები რუს სამხედროებს, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა, - ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 28 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში წმინდა ლომისის ტაძრის კარი აჭედეს.

ჯაღმაიძის თქმით, კირბალში მომლოცველებს შესვლა შეეძლოთ, იქამდე, სანამ იქ "ვიღაცამ ქართული დროშა" ააფრიალა.

"იქაც შესაძლებელი იყო რაღაც პერიოდის წინ გადასვლა, წელსაც იყვნენ გადასულები ჩვენი მომლოცველები, სასულიერო პირები მიდიოდნენ, მაგრამ ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები რუს სამხედროებს, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, 28 აგვისტოს, "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედრო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში წმინდა ლომისის ტაძრის კარი აჭედეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics