|
2023-10-26 16:42:19, 527 ნახვა
ეკონომიკა
არჩილ გაჩეჩილაძე - „აბრეშუმის გზის ფორუმი“ შესანიშნავი პლატფორმაა, სახელმწიფო მოღვაწეები და ბიზნესმენები ერთად შეიკრიბონ და ერთმანეთს ხედვები გაუზიარონ
საქართველოს აქვს ამბიცია გახდეს რეგიონული ჰაბი ბევრი მიმართულებით, ამ კუთხით სხვადასხვა სექტორში, ტურიზმში დიდი წინსვლაა, ტრანსპორტირების კუთხითაც. იმისათვის, რომ დიდი ნაბიჯები წინ გადავდგათ ავიაციაში, ლოგისტიკაში და სხვა მიმართულებით, - ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. არჩილ გაჩეჩილაძემ, რომელიც „აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელურ დისკუსიაში „პოლიტიკით განპირობებული გადაწყვეტილებები" მონაწილეობს, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისთვის ფორუმის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმი" შესანიშნავი პლატფორმაა, სახელმწიფო მოღვაწეები და ბიზნესმენები ერთად შეიკრიბონ და ერთმანეთს ხედვები გაუზიარონ. „აუცილებელია, ჩვენი რეგიონული პარტნიორები გააქტიურდნენ. ამ მიზნით ეს ფორუმი შესანიშნავი პლატფორმაა, ჩვენთვის დიდი პატივია "საქართველოს ბანკი" იყოს ფორუმის გენერალური სპონსორი",-განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა" დღეს დაიწყო მუშაობა, ის 26-27 ოქტომბერს გაგრძელდება და ათ თემატურ პანელს მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით: შუა დერეფანი, ინვესტიციები, სავაჭრო კავშირები, ტურიზმი, ენერგეტიკა და ა.შ. ფორუმზე აქტიურადაა წარმოდგენილი ქართული ბიზნეს-სექტორი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)