15:33 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 11:56:58, 1101 ნახვა

რეგიონი
კასპის მერი სოფელ კავთისხევში სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთისხევში არსებული გმირთა მემორიალის აღდგენის  და სკვერის მოწყობის სამუშაოებს, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერის მოადგილესთან ზურაბ კოპაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში ჩატარდება არსებული ღობის, ბილიკების, კიბეების და მოედნის რეაბილიტაცია.

„დაგეგმილია სპორტული და საბავშვო სივრცის, ასევე  ფანჩატურის და ხეივნის, დასჯდომი სკამების და გერეგანათების მოწყობა, ტერიტორიაზე დაირგვება ხე მცენარეები.

სკვერის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „დანი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.

მალე ადგილობრივი მოსახლეობა ერთ სივრცეში კეთილმოწყობილი სპორტული და საბავშვო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“,- აღნიშნულია კასპის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics