|
2023-10-23 14:07:50, 916 ნახვა
ეკონომიკა
აბრეშუმის გზის ფორუმის გამხსნელ ღონისძიებაში აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას
აბრეშუმის გზის ფორუმის გამხსნელ ღონისძიებაში აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, რობერტა კასალი მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 26-27 ოქტომბერს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი დაესწრება. "ფორუმის გახსნის ღონისძიებაში, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 26 ოქტომბერს გაიმართება, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი, რობერტა კასალი. კასალი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური და რისკების მართვის ვიცე-პრეზიდენტია. 2022 წლიდან იგი რისკების მართვის, რეგულირების და ხაზინის დეპარტამენტის ოპერაციებს ხელმძღვანელობს. 2023 წლის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ათი სესია გაიმართება, სადაც განსახილველ მნიშვნელოვან საკითხებს შორის იქნება ვაჭრობა, მათ შორის, ელექტრონული კომერციის განვითარება, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, ფინანსური ტექნოლოგიები, ტურიზმი, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. ფორუმი, რომელიც საქართველოში მეოთხედ იმართება, 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დააფუძნა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)