|
2023-10-20 17:43:11, 1409 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ნიკოლაივში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიკოლაივში ჩავიდა, სადაც ნიკოლაევის რეგიონის გუბერნატორს, ვიტალი კიმს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ზელენსკის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. გარდა ამისა, ზელენსკიმ ნიკოლაევში ვიზიტის დროს სამხედრო ჰოსპიტალიც მოინახულა, სადაც დაჭრილი ჯარისკაცები მკურნალობენ. "კერძოდ, პრეზიდენტს მიეწოდა ინფორმაცია დეოკუპირებულ დასახლებებში წყლისა და გაზმომარაგების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ, ასევე ზოგადად გათბობის სეზონისთვის მზადების შესახებ. ოდესის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის მეთაურმა, ანდრეი გნატოვმა ისაუბრა შავ ზღვაში უსაფრთხოების ვითარებაზე. რეგიონის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა პრეზიდენტს ნიკოლაივის ოლქის ტერიტორიაზე არსებული ოპერატიული და კრიმინოგენური ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია", - აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)