|
2023-10-20 10:26:29, 570 ნახვა
საზოგადოება
იური ნოზაძე კავკასიის ეკო-კორიდორის ფონდის (ECF) II ფაზის რეგიონული საკონსულტაციო ფორუმის ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ კავკასიის ეკო-კორიდორის ფონდის (ECF) II ფაზის რეგიონული საკონსულტაციო ფორუმის ყოველწლიური შეხვედრა გახსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში 2022-2023 წლებში მიღწეული პროგრესი განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ პროგრამის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა. „ეკო-კორიდორების პროგრამის პირველმა ფაზამ შექმნა ლანდშაფტების მდგრადი მართვის და რეგიონული ეკონომიკის განვითარების წარმატებული პრეცედენტი; პროგრამის მეორე ფაზა სამხრეთ კავკასიაში არსებულ ლანდშაფტებში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას უზრუნველყოფს. დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელი ეკო-კორიდორების შექმნა, რაც კავკასიის რეგიონში ეკოლოგიური ქსელის განვითარებას შეუწყობს ხელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ვფიქრობ, აღნიშნული პროგრამა შესაძლებლობას მოგვცემს, 2030 წლისთვის, საქართველოს ტერიტორიის 30% იყოს ეფექტიანად დაცული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პარტნიორების, დონორების დახმარებით შევქმნათ დაცული ტერიტორიებისა და მის მიღმა არსებული ტერიტორიების კონსერვაციული ინსტრუმენტები. კავკასიის ეკო-კორიდორების ფონდი სწორედ ერთ-ერთი მათგანია, ვინც ხელს უწყობს ცოცხალი ლანდშაფტების შენარჩუნებას, დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელი ეკო-კორიდორების შექმნას და ასევე რეგიონში საკონსერვაციო ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა იური ნოზაძემ. პროგრამა ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური დახმარებით. ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის პროგრამის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი სანადირაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების, სომხეთის გარემოს დაცვის სამინისტროს, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოში გერმანიის საელჩოს, სომხეთში შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლები.
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)