|
2023-10-19 11:10:08, 1071 ნახვა
ეკონომიკა
საქსტატი - იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.5%-ით გაიზარდა
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15 910.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5 პროცენტით მეტია. საქსტატის ცნობით, აქედან ექსპორტი 4 607.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 12.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11 303.4 მლნ აშშ დოლარს (გაიზარდა 18.2 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში, 6 696.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.1 პროცენტია. "2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: აზერბაიჯანი (632.7 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (601.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (511.8 მლნ. აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 861.2 მლნ აშშ დოლარი), აშშ (1 399.4 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (1 364.3 მლნ აშშ დოლარი). 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 195.8 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (1 876.0 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (1 471.8 მლნ აშშ დოლარი)",- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)