|
2023-10-18 17:40:29, 974 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე PostEurop-ის 2023 წლის გენერალურ ასამბლეასა და ბიზნეს ფორუმს დაესწრო
„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე PostEurop-ის 2023 წლის გენერალურ ასამბლეასა და ბიზნეს ფორუმს დაესწრო, რომელიც გაიმართა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში. „საქართველოს ფოსტის“ ცნობით, მიმდინარე წელს, PostEurop დაარსებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. „PostEurop-ის პლენარულ სხდომასა და 30 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებას სლოვაკეთისა და ჩეხეთის ფოსტები მასპინძლობდნენ. პლენარულ სხდომაში 46 ქვეყნის საფოსტო ოპერატორების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, სადაც სხვა მიმდინარე თემებთან ერთად, საფოსტო პოლიტიკის განმსაზღვრელი საკითხები განიხილეს. პლენარულ სხდომამდე შედგა „ევროპის განვრცობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების“ კომიტეტის სხდომა, სადაც „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე თანათავმჯდომარის პოზიციას იკავებს. აღნიშნულ სხდომაზე „საქართველოს ფოსტა“ ინდუსტრიის ახალ მიმართულებებზე სამუშაო ჯგუფს (Emerging Industry Trends Working Group) ოფიციალურად შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ, 2023 წელს PostEurop-ის ყველა წევრმა საფოსტო ოპერატორმა, ერთგვაროვანი დიზაინით გამოსცა მარკა, შინაარსით „მშვიდობა - კაცობრიობის უმაღლესი ღირებულება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)