|
2023-10-17 17:16:50, 700 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ნიგერიის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ნორვეგიული კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ნორვეგიული კომპანიის საბანკო ანგარიშების განკარგვაზე უფლებამოსილი იურიდიული პირის წარმომადგენელს ყალბი ელექტრონული შეტყობინება და დოკუმენტები გაუგზავნეს, რის საფუძველზეც კომპანიის კუთვნილი 37 473 ევრო საქართველოში, ბრალდებულის კონტროლირებად საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ურთიერთშორის გაინაწილეს. "ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)