|
2023-10-16 09:39:11, 649 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალები - ჩრდილოეთ ღაზა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა
ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი წავიდა,- აღნიშნულის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა CNN-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამხრეთ ღაზა ხალხის ნაკადის დასაკმაყოფილებლად იბრძვის - თავშესაფრები გადატვირთულია და ხალხი კი საკვების, წყლისა და საწვავის დეფიციტს განიცდის. "ისრაელმა "გახსნა ონკანები" თავის მხარეს, რათა წყალი შევიდეს სამხრეთ ღაზაში. ძნელია თვალყურის მიდევნება და შეფასების გაკეთება, მაგრამ ეს არის, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი“,- განაცხადა ჯონათან კონრიკუსმა. ცნობისთვის, 7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს ისრაელს ლიბანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნა "ჰეზბოლამაც", რასაც ქვეყანამ საარტილერიო იერიშით უპასუხა. აღნიშნულის შემდეგ ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა და ღაზას სექტორზე არაერთი იერიში მიიტანა. 9 ოქტომბერს ქვეყნის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. ამასთან, მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა, რის შემდეგაც ღაზას სექტორს ისრაელის მხრიდან წყლის, ელექტორენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერდა. 11 ოქტომბერს IDF-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და იქ 300 000 რეზერვისტი გაგზავნა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)