|
2023-10-15 12:36:43, 707 ნახვა
საზოგადოება
უჯმაჯურიძე - ქართული მევენახეობა-მეღვინეობა, რომელიც რამდენიმე ათასწლოვან ისტორიას ითვლის, ჯიშურ მრავალფეროვნებასა და ხარისხობრივ მახასიათებლებს უნდა დაეფუძნოს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშების შესახებ სამეცნიერო კონფერენციაზე „ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ პრეზენტაცია წარადგინა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, ქვეყანაში მცენარეთა გენეტიკური რესურსების არსებული მდგომარეობის მიმოხილვის პარალელურად, ყურადღება სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებს დაეთმო, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს ვაზის იშვიათი ქართული ჯიშების აღდგენა, ამპელოგრაფიული და ენოლოგიური მახასიათებლების კვლევა, ეროვნულ კატალოგში განთავსება, სელექციური საქმიანობა, ჯანსაღი საბაზისო სარგავი მასალის მიღება, სერტიფიცირება, ვაზის მავნებელ-დაავადებათა იდენტიფიცირება და ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდების შემუშავება, ვაზის ჯიშების მოლეკულურ-გენეტიკური დნმ კვლევა უცხოელ კოლეგებთან ერთად და სხვა. ლევან უჯმაჯურიძემ კონფერენციის მონაწილეებს, გააცნო აღდგენილი ქართული ვაზის ის იშვიათი ჯიშები, რომლის მოძიება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ამჟამად საკოლექციო ნარგაობაშია დაცული და ექვემდებარება რეგიონებში გავრცელებას. „ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით, ვაზთან ერთად, უმნიშვნელოვანესია იმ უძველესი კულტურების, გენეტიკური რესურსების ცოცხალ კოლექციებსა და გენბანკებში დაცვა, რომლის წარმოშობის კერადაც საქართველო ითვლება. ქართული მევენახეობა-მეღვინეობა, რომელიც რამდენიმე ათასწლოვან უწყვეტ ისტორიას ითვლის, ჯიშურ მრავალფეროვნებასა და ხარისხობრივ მახასიათებლებს უნდა დაეფუძნოს. მის შენარჩუნებას, განმტკიცებას და ცნობადობის ამაღლებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. მსგავსი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, სწორედ ქართული ვაზის და ღვინის პოპულარიზაციას უწყობს ხელს“,- აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ. კონფერენციის ფარგლებში, სტუმრები ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტრების საცდელ-სადემონტრაციო ბაზას ესტუმრნენ, ვაზის ქართული და უცხოური ჯიშების კოლექცია დაათვალიერეს, მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და ვაზის იშვიათი ჯიშებისაგან დაყენებული ღვინის ნიმუშები დააგემოვნეს. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტი - შედეგები და სიახლეები“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაწესებული „ღვინის დღეების“ ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენციაში მონაწილეობას მსოფლიოს 11 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მეცნიერები, მკვლევარები და ექსპერტები იღებდნენ.
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)