08:53 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-14 18:01:21, 872 ნახვა

მსოფლიო
ცახალმა ღაზას მოსახლეობას კიდევ ექვსი საათი მისცა სამხრეთ რაიონებში გადასასვლელად

ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ათიათასობით ადამიანი გარბის. შაბათს ნაშუადღევს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტემ აშშ-ის მოქალაქეობის მქონე პალესტინელებისთვის დერეფანი გახსნა.

ისრაელის არმიამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ მისი თვითმფრინავები ყრიან ბროშურებს, სადაც მოსახლეობას ღაზას ჩრდილოეთი ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

შაბათს, IDF-მ ანკლავის მოსახლეობას მისცა კიდევ 6 საათი სამხრეთ რაიონებში გადასასვლელად. ჰამასმა ამას ადრე პროვოკაცია უწოდა და მოსახლეობას საკუთარ სახლებში დარჩენა მოსთხოვა.

გაერო, არაბული ქვეყნები და ევროკავშირი შეშფოთებით გამოეხმაურნენ ღაზას მილიონზე მეტი მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანებას.

ხოსეპ ბორელი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი: "ამ (ევაკუაციის) გაფრთხილებასთან დაკავშირებით, რომ მილიონმა ადამიანმა უნდა დატოვოს ჩრდილოეთი ღაზა 24 საათის განმავლობაში.

ისრაელი პირობას დებს, რომ მკაცრად უპასუხებს ჰამასის თავდასხმას. სახმელეთო ოპერაცია, სავარაუდოდ, მალე დაიწყება.

შაბათს ნაშუადღევს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტემ, კაიროსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმებით, გახსნა დერეფანი აშშ-ს მოქალაქეობის მქონე პალესტინელებისთვის.

ისრაელზე ჰამასის თავდასხმას სულ მცირე 1300 ადამიანი ემსხვერპლა. 120-ზე მეტი ისრაელი ჰამასის მძევლად არის აყვანილი, ხოლო 2200-ზე მეტი პალესტინელი გახდა ისრაელის საპასუხო დარტყმების მსხვერპლი. პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გამწვავებას 16 რუსი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics