08:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-14 10:16:32, 865 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა.

როგორც ბლინკენი X-ზე წერს, საუდის არაბეთში ის "ჰამასის" მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს განიხილავს.

"ჩემი მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში გრძელდება. საუდის არაბეთში შევხვდები პარტნიორებს, რათა განვიხილო ჰამასის მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები ისრაელის წინააღმდეგ და ერთობლივი მუშაობის საჭიროება კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად", - წერს ბლინკენი.

ცნობისთვის, არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი იმყოფებოდა ისრაელში, იორდანიასა და კატარში. სახელმწიფო მდივანი ეგვიპტეში გამგზავრებასაც გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics