|
2023-10-13 11:20:46, 542 ნახვა
საზოგადოება
შოთაძემ საერთაშორისო კონფერენცია - „აღდგენითი მართლმსაჯულების როლი სისხლის სამართლის საქმეებში: გზა საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული მართლმსაჯულებისკენ“ გახსნა
ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - "აღდგენითი მართლმსაჯულების როლი სისხლის სამართლის საქმეებში: გზა საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული მართლმსაჯულებისკენ" საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, ევროპის საბჭოს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებული კონფერენციის დამსწრეების წინაშე მისასალმებელი სიტყვით ასევე წარდგნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი იესპერ მოლერი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, სტეფან სირბუ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი. ღონისძიებას საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, სისხლის სამართლის საქმეებში აღდგენითი მართლმსაჯულებისა და ალტერნატიული მექანიზმების კუთხით მომუშავე პრაქტიკოსები და პროფესიონალები ესწრებოდნენ. გენერალურმა პროკურორმა საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. ირაკლი შოთაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს - გაეროს ბავშვთა ფონდს, ევროპის საბჭოს და ევროკავშირს, ღონისძიების მხარდაჭერისთვისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. "საქართველოს პროკურატურა მხარს უჭერს სამართალწარმოებაში უფრო ფართოდ დაინერგოს აღდგენითი მართლმსაჯულების კომპონენტი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით გავატაროთ ყველა საჭირო ღონისძიება, რათა დანაშაულზე ეფექტიან რეაგირებასთან ერთად გაჩნდეს დაზარალებულსა და დანაშაულის ჩამდენ პირს შორის ნებაყოფლობითი დიალოგის შესაძლებლობა. მადლობას ვუხდი კონფერენციის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს - გაეროს ბავშვთა ფონდს, ევროკავშირს და ევროპის საბჭოს. მათი დახმარებით საქართველოში არაერთი წარმატებული რეფორმა განხორციელდა და საქართველოს პროკურატურა სამომავლოდაც აქტიურად გააგრძელებს მათთან მჭიდრო თანამშრომლობას პროკურატურის შემდგომი რეფორმირების პროცესში",- განაცხადა ირაკლი შოთაძემ. კონფერენციის პირველ დღეს ჩატარებულ სესიაში, თემაზე - "არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები და აღდგენითი მართლმსაჯულება" გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლონდა ბიჭიკაშვილი და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი პროკურორი ია ჩხეიძე მონაწილეობდნენ. კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი შოთაძემ 2022 წელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ბელა ბერიკელაშვილის სახელობის ჯილდო გადასცა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორს, თინათინ ჭურღულია, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორს, თამუნა მურჯიკნელს და ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორს, ემელიანე ბერაიას. საერთაშორისო კონფერენცია - "აღდგენითი მართლმსაჯულების როლი სისხლის სამართლის საქმეებში" მიზნად ისახავს აღდგენითი მართლმსაჯულების და სისხლის სამართლის პროცესის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების იდენტიფიცირებას, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და განხილვის პლატფორმის შექმნას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე განხორციელების პერსპექტივებით. კონფერენციამ უზრუნველყო სივრცე აღდგენითი მართლმსაჯულების პროცესებში დაზარალებულთა მხარდაჭერასა და ტრავმაზე ორიენტირებულ მიდგომების, ასევე სისხლის სამართლის საქმეებში აღდგენითი მართლმსაჯულების როლის შესახებ ვენეციის დეკლარაციის განხორციელების პრაქტიკული ასპექტების განსახილველად. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა აღდგენითი მართლმსაჯულების მნიშვნელოვან როლს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციაში, განსაკუთრებით ძალადობრივი დანაშაულების საქმეებში. კონფერენციის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ცნობიერების ამაღლების ინიციატივების მნიშვნელობას აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების განვითარებისა და ფართოდ დანერგვის ხელშეწყობაში.
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)