|
2023-10-12 23:42:14, 653 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი - გავაგრძელებთ იმის გაკეთებას, რაც ისრაელის მხარდასაჭერადაა საჭირო
ჩვენ მათ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და ვაპირებთ, გავაგრძელოთ იმის გაკეთება, რაც ისრაელის მხარდასაჭერადაა საჭირო, - ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. როგორც ოსტინი აღნიშნავს, ამერიკელი სამხედროები ისრაელს უსაფრთხოების დახმარებაზე არანაირ პირობებს არ უყენებენ. "აღჭურვილობის მიწოდებაზე ჩვენ რაიმე პირობა არ წამოგვიყენებია. ისინი პროფესიონალი სამხედოები არიან, რომლებსაც პროფესიონალი ხელმძღვანელობა ჰყავთ. ვიმედოვნებთ და ველოდებით, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ისინი რაიმე განსხვავებულს გააკეთებენ. ჩვენ მათ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ იმის გაკეთება, რაც ისრაელის მხარდასაჭერადაა საჭირო. ვეცდებით, ეს უმოკლეს დროში მოხდეს", - განაცხადა ოსტინმა. ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 203-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ისრაელს, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში "ჰამასის" თავდასხმას 1 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)