|
2023-10-12 22:14:50, 724 ნახვა
მსოფლიო
მედია - ბლინკენი ისრაელიდან კატარში, ეგვიპტესა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ენტონი ბლინკენი ისრაელიდან კატარში, ეგვიპტესა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას სახდეპზე დაყრდნობით ისრაელის მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, სახდეპში აცხადებენ, რომ ისინი ტერორისტული ჯგუფების მიერ ისრაელიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლების საკითხზე კატართან მსჯელობენ. მანამდე კი, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, ჰუსეინ ალ-შეიხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარასკევს, 13 ოქტომბერს პალესტინის პრეზიდენტი ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდება. ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 203-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ისრაელს, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში "ჰამასის" თავდასხმას 1 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)