|
2023-10-12 19:48:12, 647 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვამ ოფიციალურ დოკუმენტში რუსეთს ეროვნული საფრთხე უწოდა
მოლდოვამ რუსეთს ოფიციალურ დონეზე პირველად უწოდა ეროვნული საფრთხე. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის უსაფრთხოების სტრატეგიის ახალ დოკუმენტშია ნათქვამი. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მოსკოვი მოლდოვის "სახელმწიფოებრიობის განადგურებას" გეგმავს. უსაფრთხოების ახალი სტრატეგია მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ გუშინ, ოთხშაბათს წარადგინა და იგი პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა. მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს თქმით, მოლდოვისთვის ყველაზე დიდი საფრთხეს სწორედ რუსეთი წარმოადგენს. "რუსეთის ფედერაცია და მისი მარიონეტები მოლდოვის რესპუბლიკაში წარმოადგენენ საფრთხის ყველაზე საშიშ და მუდმივ წყაროს, რომელსაც უნდა დავუპირისპირდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შეიძლება მძიმე გავლენა ჰქონდეს ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, დემოკრატიაზე და ქვეყნის კეთილდღეობაზე", - წერია დოკუმენტში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრით აპირებდა, რომ მოლდოვის მიმართულებით სახმელეთო დერეფანი გაეჭრა, რითაც მოლდოვის კონსტიტუციური წყობის ძალადობის გზით შეცვლის წინაპირობას შექმნიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)