|
2023-10-09 12:25:34, 732 ნახვა
საზოგადოება
საყდრისის კომიტეტი წულუკიანს - სათხის VIII-XI საუკუნეების მონასტერი საფრთხეშია - განახლდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები
სათხის VIII-XI საუკუნეების მონასტერი საფრთხეშია,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტივისტები კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანსა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ნიკოლოზ აზნაურაშვილს მიმართავენ. როგორც აქტივისტების განცხადებაშია აღნიშნული, სათხის მონასტრის ამჟამინდელი მდგომარეობა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს, კერძოდ, დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივით, ძეგლზე 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2020 წელს შეჩერდა. "სათხის მონასტერი (ბოლნისის მუნიციპალიტეტი, დაბა კაზრეთი) გამორჩეულია თავისი უნიკალური ჩუქურთმებით, შთამბეჭდავი ქვის დეკორით, კედლის მხატვრობით (რომელიც, ფაქტობრივად, აღარ იკითხება) და კანკელით, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის საგანძურის ფონდში ირიცხება. ტაძარზე განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
სამწუხაროდ, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი არასაკმარისია იმისთვის, რომ ძეგლი გადარჩეს. სათხის მონასტრის სრულ აღდგენამდე ჯერ კიდევ ბევრი სარესტავრაციო ეტაპია დარჩენილი. სამწუხაროდ, მიუხედავად აქტივისტების არაერთი მცდელობისა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა ბედი ელის ძეგლს, არადა მისი ამჟამინდელი მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ტაძრის შემორჩენილი ნაწილი ავარიულია. დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლები მთელ სიმაღლეზეა გადახსნილი, საკმაოდ რთული და ღრმა ბზარებია დანარჩენ კედლებზეც. კედლის წყობაში დაძრულია ცალკეული ქვები, რომელთა გადმოვარდნა კედლის მთლიანი წყობის რღვევასაც გამოიწვევს. ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელების გარეშე, ძეგლის ხანგრძლივად შენარჩუნება ვერ მოხერხდება გახშირებული მიწისძვრებისა და ბუნებრივი ნალექის გამო, რომელიც უფრო და უფრო ამძიმებს მის ისედაც რთულ მდგომარეობას.
სათხის მონასტრის არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ სათხის მონასტერი უნიკალურია თავისი აღმოჩენებით. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, 2018 წელს, აღმოჩენილი იქნა სათხის მონასტრის კანკელის ფრაგმენტი, რომელმაც შეცვალა წარმოდგენა კანკელის დამზადების თარიღზე. ახალი აღმოჩენის თანახმად, სათხის მონასტრის მთავარი სამკაული - ჩუქურთმიანი კანკელი - 1171 წელს შეიქმნა. ამ აღმოჩენამ მნიშვნელოვანი ისტორიული გადატრიალება მოახდინა - არათუ დაზუსტდა უშუალოდ კანკელის შექმნის თარიღი, არამედ მსგავსი კანკელების შექმნის თარიღებიც შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ კანკელი, მრავალი წლის წინ, სათხის მონასტრიდან თავად ექვთიმე თაყაიშვილმა კაზრეთის ტყიდან ურმით წამოიღო თბილისში და მისი დაცვის მიზნით წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა, რის შემდეგაც იგი ხელოვნების მუზეუმში გადაიტანეს. სათხის კანკელი ჩვენამდე მოღწეული თითქმის ერთადერთი ძეგლია, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის იმ ეპოქისთვის დამახასიათებელი კანკელების შემკულობასა და ფორმებზე. სათხის მონასტრის ეზოში, ასევე, აღმოჩენილია XVII საუკუნით დათარიღებული რამდენიმე სამარხი. აქვე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ სათხის ტაძრის კედლის ორნამენტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ლოგოზეა გამოსახული, ამჟამად განადგურების პირასაა. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და უახლოეს მომავალში მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა განახლდეს მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები",- აღნიშნულია განცხადებაში.
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)