11:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-09 10:58:55, 666 ნახვა

მსოფლიო
Reuters - ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 2 445 ადამიანი დაიღუპა, 2 000-ზე მეტი კი დაშავდა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 445-მდე გაიზარდა, ხოლო 2 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

ავღანეთის კატასტროფების მართვის სამინისტროს პრესსპიკერის, ჯანან საიექსის განცხადებით, დაღუპულებს შორის ბევრი ქალი და ბავშვია. 

მისივე თქმით, მიწისძვრის შედეგად, 1 320 სახლი დაზიანდა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ავღანეთში გუშინ, 8 ოქტომბერს მოხდა.

მიწისძვრა ქალაქ ჰერათის ჩრდილო-დასავლეთით, 35 კილომეტრში დაფიქსირდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ 6 მოძალადე პოლიციელი დააკავა, მათ ბრალად ედებათ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით
გორში, პოლიციელთა ძალადობის კადრები ჟურნალისტებმა საკუთარი ფანჯრიდან გადაიღეს
აზერბაიჯანი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
CNN: ტრამპი დედამიწის მოსახლეობის თერთმეტიდან, ერთ ადამიანს ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics