|
2023-10-07 13:12:18, 807 ნახვა
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და გავიმარჯვებთ
ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ და გავიმარჯვებთ,- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, "მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ", "ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ. და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ. აქამდე არასოდეს იცოდნენ",- განაცხადა ნეთანიაჰუმ. ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)