|
2023-10-06 11:40:08, 1336 ნახვა
ომი უკრაინაში
ხარკოვზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა - დაიღუპა 10 წლის ბავშვი [ვიდეო]
ხარკოვზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ხარკოვის საოლქო პროკურატურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ფილჩაკოვმა განაცხადა. ფილჩაკოვის თქმით, ოკუპანტებმა ხარკოვს "ისკანდერის" ტიპის რაკეტებით შეუტიეს. ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 10 წლის ბავშვი. "კიევისა და ხარკოვის სლობიდის რაიონული პროკურატურის პროცედურული ხელმძღვანელობით, დაწყებულია წინასწარი გამოძიება ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევაზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლი). გამოძიების ინფორმაციით, 6 ოქტომბერს, დაახლოებით, დილის 07:00 საათზე, რუსმა სამხედროებმა ხარკოვის, კიევისა და ოსნოვიანსკის რაიონებში, საცხოვრებელ კორპუსებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. კიევის რაიონში 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა: 3 ქალი და 3 მამაკაცი; ოსნოვიანსკის რაიონში ასევე დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის 11 თვის ბიჭი. მაშველებმა მისი გარდაცვლილი 10 წლის ძმის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 ოქტომბერს ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რაიონის სოფელი გროზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც 50-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)