16:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 10:04:53, 692 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისთვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ხანძრების მართვის გეგმა შემუშავდება

დაცული ტერიტორიების სააგენტოში, ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრების მართვის გეგმის სამუშაო ვერსია განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული გეგმის შემუშავებაში ამერიკელი სპეციალისტები აქტიურად არიან ჩართული.

"შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე მხარეებმა იმსჯელეს ტყის ხანძრის მართვის სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებზე, რომლებიც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის პირობებში ტყე-პარკების და ბუნებრივი რესურსების უსაფრთხოების გაძლიერებას.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს.

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, განხორციელებულია არაერთი პროექტი, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს დაცული ტერიტორიების გამართული სისტემის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში",- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics