|
2023-10-05 16:43:35, 1220 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკომისიის პრეზიდენტი - გრანადის სამიტზე დისკუსიების მთავარი თემა კვლავ უკრაინის მხარდაჭერაა
გრანადის სამიტზე დისკუსიების მთავარი თემა კვლავ უკრაინის მხარდაჭერაა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დროებითი ბიუჯეტის შეთანხმებაში უკრაინის დახმარება გათვალისწინებული არ არის, ის დარწმუნებულია, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. "ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის შესახებ სიახლეები გაგვაცნო. ჩვენ კი, ევროკავშირში ვმუშაობთ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტზე, რომელსაც კიევი 2024-2027 წლებში მიიღებს, რადგან უკრაინას სჭირდება საიმედოობა და სიმტკიცე ფინანსური დახმარების მხრივ. როგორც მე ვხედავ აშშ-ში არსებულ სიტუაციას, ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ აშშ უკრაინის დახმარებას გააგრძელებს", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)