|
2023-09-30 12:34:56, 640 ნახვა
საზოგადოება
ცესკო - პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება
ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველი ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც არჩევნების მოდერნიზების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. „ეს უკვე მერვე არჩევნებია, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს საპილოტე რეჟიმში იყენებს და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ელექტრონული ტექნოლოგიები. არჩევნების მოდერნიზება, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია და ყველა ჩართულ მხარეს შეუძლია, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში. სწორედ ამიტომ, უპირველესად, მოვუწოდებთ გორის, კასპისა და გურჯაანის ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ არჩევანი და ნახონ, როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. ასევე, მივმართავთ ჩართულ მხარეებს, პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას, ერთად შევუწყოთ ხელი ამ მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, რადგან არჩევნები საერთო საქმეა. საარჩევნო ადმინისტრაციამ, თავის მხრივ, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით ფართომასშტაბიანი და აქტიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია აწარმოა, რომელიც მთლიანად ეძღვნება კენჭისყრაში ელექტრონული საშუალებებით მონაწილეობის საკითხს. ჯერ კიდევ არჩევნების დანიშვნამდე განხორციელდა ცესკო-სა და სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტები: „ცესკო-ს საარჩევნო სკოლა“, „საარჩევნო ბანაკები“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“, „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ და ა. შ. ამასთან, ინფორმირების კამპანიის, „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხალხმრავალ ადგილებში მართავდნენ ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაციას, სადაც ამომრჩევლებს პირადად შეეძლოთ ელექტრონული აპარატების საშუალებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა. საარჩევნო სიახლეებთან დაკავშირებით დარიგდა საინფორმაციო ბროშურები. ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები აქტიურად გაშუქდა როგორც ბეჭდურ, ისე სატელევიზიო, რადიო და ონლაინ მედიაში, ასევე განთავსდა საინფორმაციო-სარეკლამო რგოლები. იმ ქალაქებში კი, სადაც ხვალ არჩევნები იმართება, ბილბორდებზე განთავსებულია ინფორმაცია საარჩევნო სიახლეებთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ გამოვიყენეთ ყველა შესაძლებლობა ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის“, – განაცხადა იოსელიანმა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)