12:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 16:41:30, 747 ნახვა

მსოფლიო
ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მაშინ, როცა ომი მიმდინარეობს, არარეალურია

არარეალურია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მაშინ, როცა ომი მიმდინარეობს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ორბანის თქმით, ევროკავშირმა არ იცის, რამდენად დიდია უკრაინის ტერიტორია, რადგან იქ ომი ჯერ კიდევ გრძელდება და "ქვეყანა რომ ევროკავშირში დაიშვას, მისი პარამეტრების ცოდნის გარეშე, ეს უპრეცედენტო იქნებოდა".

"როდესაც შემოდგომაზე ბრიუსელში განვიხილავთ უკრაინის მომავალს, ვერ ავიცილებთ თავიდან კითხვას, შეგვიძლია თუ არა სერიოზულად ვიფიქროთ ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. შესაძლებელია თუ არა მოლაპარაკებების დაწყება ომში მყოფ ქვეყანასთან?

ჩვენ არ ვიცით, რამდენად დიდია ამ ქვეყნის ტერიტორია, რადგან ომი ჯერ კიდევ გრძელდება, არ ვიცით, რამდენად დიდია მოსახლეობა, რადგან ისინი ქვეყნიდან გარბიან. ქვეყანა რომ ევროკავშირში დაიშვას, მისი პარამეტრების ცოდნის გარეშე, ეს უპრეცედენტო იქნებოდა", - განაცხადა ორბანმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics