|
2023-09-29 14:06:27, 722 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Dev Fest 2023 გაიმართება
"საქართველოს ბანკი" როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამიტომ "საქართველოს ბანკის" მხარდაჭერითა და GDG - ის ორგანიზებით, Google – ის ღონისძიება Dev Fest 2023, 1 ოქტომბერს, თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართება. Dev. Fest უკვე მეათედ იმართება საქართველოში. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სივრცე მოეწყობა, სადაც სტუმრები შეძლებენ დაესწრონ როგორც ინდივიდუალურ სესიებს, ასევე პანელურ დისკუსიებს, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ვორქშოფებში, სხვადასხვა შემეცნებითი თუ გასართობი აქტივობებში. ღონისძიების მთავარი სცენა სპიკერებს დაეთმობა, რომლებიც ისაუბრებენ Google ის ტექნოლოგიების, Software Engine პრინციპების გამოყენებაზე, Machine Learning-სა და Data Science-ზე. მოწვეულ სპიკერებს შორის არის "საქართველოს ბანკის" მთავარი მონაცემთა ანალიტიკოსი მიხეილ ნადარეიშვილი, რომელიც ML - სა და Data Science - ზე ისაუბრებს, და გიორგი ვახტანგიშვილი, "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რომელიც პროდუქტის განვითარების პროცესსა და გამოწვევებზე ისაუბრებს, "საქართველოს ბანკის" ბიზნეს მენეჯერის მაგალითზე. პანელური დისკუსიის მონაწილეები კი განიხილავენ პროდუქტების და პროექტების მენეჯემენტს ტექის მიმართულებით, საუკეთესო პრაქტიკებსა და community-ის განვითარების პერსპექტივებს. „მოხარულები ვართ, რომ DevFest უკვე მეათედ იმართება საქართველოში. "საქართველოს ბანკი", როგორც ტექნოლოგიური ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უჭერს მხარს ამ სფეროს განვითარებას საქართველოში. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა Google Developers Group (GDG) - თან პარტნიორობა და მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზება, მათ შორის DevFest-ის რომელიც, მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად იმართება და 300 000 მდე ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანს აერთიანებს. DevFest – ზე მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ ინდივიდუალურ სესიებს, ჩაერთონ შინაარსობრივ დისკუსიებში, გაცვალონ იდეები და გაიცნონ თანამოაზრეები. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ტექნოლოგიური სფეროს განვითარების ხელშეწყობას საქართველოში“, - განახცადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ. ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)