07:18 - 23 May, 2026
|
2023-09-28 17:16:32, 1354 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა და ნატო უკვე დე ფაქტო მოკავშირეები არიან, გაწევრიანება დროის საკითხია
უკრაინა და ნატოს წევრი ქვეყნები დე ფაქტო მოკავშირეები არიან, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზელენსკის თქმით, სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი რუსული ტერორისგან დაცვა, რუსეთზე ზეწოლა და უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება იყო. "დღეს შედგა საუბარი დე ფაქტო მოკავშირეებს შორის და ეს დროის საკითხია - როდის გახდება უკრაინა ალიანსის წევრი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დღე, რაც შეიძლება მალე დადგეს", - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევში დღეს, 28 სექტემბერს ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)