12:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 11:51:56, 814 ნახვა

მსოფლიო
ევროსასამართლომ ფეთჰულაჰ გიულენის მომხრე მასწავლებელი გაამართლა

ევროსასამართლომ ფეთჰულაჰ გიულენის მომხრე მასწავლებელზე თურქული სასამართლოს გადაწყვეთილებას მის პატიმრობასთან დაკავშირებით დარღვევად სცნო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR)  დაადგინა, რომ 2017 წელს ტერორისტულ დანაშაულებში მსჯავრდებული თურქი მასწავლებელის, იუქსელ იანჩილკაიას უფლებები დაირღვა, რადგან მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ძირითადად დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაციის (ByLock) სავარაუდო გამოყენებას ეყრდნობოდა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქი მასწავლებელის უფლებები სამი სხვადასხვა მუხლით დაირღვა: მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-7 მუხლი (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) და მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების უფლება). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თურქეთს დაავალა მასწავლებელს 15,000 ევრო გადაუხადოს.

ყოფილი მასწავლებელი ფეტულა გიულენის ორგანიზაცია “ფეტოს” სავარაუდო წევრობის გამო 2016 წელს დააკავეს. თურქეთის მთავრობას მიაჩია, რომ 2016 წლის 15 ივლისის წარუმატებელი პუტჩის ორგანიზატორი “ფეტოს” დამფუძნებელი ფეტულა გიულენი იყო. აპლიკაცია ByLock-ით კი მხოლოდ მისი ორგანიზაციის წევრები სარგებლობდნენ.

https://www.juridice.ro/wp-content/uploads/2023/09/Grand-Chamber-judgment-Yuksel-Yalcinkaya-v.-Turkiye-systemic-problem-of-convictions-for-terrorism-offences-based-on-use-of-ByLock-messaging-application.pdf

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics