07:50 - 23 May, 2026
|
2023-09-25 09:40:01, 1346 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალები ავრცელებს. თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმის შედეგად საზღვაო ტერმინალის შენობა, სასტუმრო და საწყობის შენობები დაზიანდა, გარდა ამისა, განადგურდა მარცვლეულიც. "სამწუხაროდ, მოხდა დარტყმა. პორტის ინფრასტრუქტურას დაესხნენ თავს. თავდასხმამ ოდესის საზღვაო ტერმინალს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სადგურის სასტუმროს შენობაში, რომელიც რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს, ხანძარი გაჩნდა",- აღნიშნულია თავდაცვის ძალების ინფორმაციაში. მათივე ცნობით, აფეთქების ტალღებმა რამდენიმე სახლში მინები ჩაამსხვრია, დაშავდა ერთი ქალი, რომელსაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)