|
2023-09-24 12:03:00, 1733 ნახვა
ომი უკრაინაში
რომის პაპი - მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არა მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემას, არამედ იარაღით ვაჭრობას უკავშირდება
მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არა მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემას, არამედ იარაღის გაყიდვას, იარაღით ვაჭრობას უკავშირდება,- ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, იყო თუ არა იმედგაცრუებული, რომ მშვიდობის დამყარების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, პაპამ აღნიშნა, რომ "გარკვეულ იმედგაცრუებას" გრძნობს. „მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღით ვაჭრობასთან. არ უნდა ვითამაშოთ ამ ხალხის მოწამეობით. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ პრობლემების მოგვარებაში... ახლა ვხედავ, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკან იხევს და არ სურს უკრაინისთვის იარაღის მიცემა. იწყება პროცესი, რომელშიც მოწამე იქნება უკრაინელი ხალხი და ეს უსიამოვნოა“,- თქვა პაპმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)